სულ რამდენიმე წამი გრძელდებოდა ქალთა საკრივო ორთაბრძოლა ამერიკელ სენსია ესტრადასა და მის თანამემამულე მირანდა ადკინსს შორის. შეხვედრა კალიფორნიის შტატის ქალაქ ინდიაში გაიმართა.
სასტარტო გონგისთანავე 28 წლის ესტრადამ მეტოქეს შვიდჯერ სწრაფად დაარტყა, აქედან ოთხჯერ – თავში. საბოლოოდ, 42 წლის ადკინსი მეშვიდე წამზე მოხვდა ნოკაუტში.
როგორც ირკვევა, ეს არის ქალთა კრივის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი.
ესტრადამ პროფესიულ რინგზე ზედიზედ მე-19 ბრძოლა მოიგო, მათ შორის რვა – ნოკაუტით. ატკინსმა კი თავის კარიერაში პირველი ბრძოლა წააგო.
🚨 RECORD BREAKING 🚨 @SeniesaSuperbad 7 second KO! 💥
@dazn_usa! #OrtizVargas pic.twitter.com/VrropY87FY
— Golden Boy (@GoldenBoyBoxing) July 25, 2020
1tv.ge
კომენტარები