მსოფლიოსპორტი

კალიფორნიაში ქალთა კრივის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი დაფიქსირდა (ვიდეო)

სულ რამდენიმე წამი გრძელდებოდა ქალთა საკრივო ორთაბრძოლა ამერიკელ სენსია ესტრადასა და მის თანამემამულე მირანდა ადკინსს შორის. შეხვედრა კალიფორნიის შტატის ქალაქ ინდიაში გაიმართა.

სასტარტო გონგისთანავე 28 წლის ესტრადამ მეტოქეს შვიდჯერ სწრაფად დაარტყა, აქედან ოთხჯერ – თავში. საბოლოოდ, 42 წლის ადკინსი მეშვიდე წამზე მოხვდა ნოკაუტში.

როგორც ირკვევა, ეს არის ქალთა კრივის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი.

ესტრადამ პროფესიულ რინგზე ზედიზედ მე-19 ბრძოლა მოიგო, მათ შორის რვა – ნოკაუტით. ატკინსმა კი თავის კარიერაში პირველი ბრძოლა წააგო.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close