fbpx
საზოგადოებასაქართველო

რა ვერსიები აქვთ სვანეთში დაკარგული 13 წლის ბიჭის მშობლებს

სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. მაშველები მოზარდს ერთდროულად რამდენიმე ადგილას ეძებენ, მათ შორის, ანაკლიაში. ილია ყაზახეთის მოქალაქეა. ის დასასვენებლად მამის ნათესავებთან ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.

დაკარგული  არასრულწლოვანის დედა, ქსენია ფილფანი ტელეკომპანია „ფორმულას“ ესაუბრა. მისი თქმით, ბავშვი მამასთან და ბებიასთან ერთად სვანეთში იმყოფებოდა. თავად კი დუბაიშია და ფრენების არარსებობის გამო საქართველოში ვერ ჩამოდის.

„ახლა დუბაიში ვარ. ჩემი შვილი დაკარგულია და კარანტინის პირობებში დაკეტილი საზღვრების გამო ვერ ჩამოვდივარ. არ არის რეგულარული ფრენებიც. მინდა, ახლა მანდ ვიყო და ჩემს მეუღლესთან ერთად ვეძებდე შვილს. ილიას არ უთქვამს, რომ სადმე უნდოდა. ჩემთან ამ თემაზე არ უსაუბრია, მაგრამ ნებისმიერი რამ შეგვიძლია ვივარაუდოთ. ახლა მხოლოდ ვერსიები თუ გვექნება

არანაირი დამადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, რომ რაიმე კონკრეტული ვიცოდეთ. ჩემ შვილს არ უხსენებია, რომ რამეზე გაღიზიანებული ან განერვიულებული იყო. მხოლოდ ის უნდოდა, ერთმანეთი მალე გვენახა. ეს ბუნებრივია, რადგან დიდი ხანია, არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. მეც ძალიან მინდოდა მისი ნახვა. ჩემი შვილი მეუბნებოდა, რომ სვანეთში მოიწყინა. იქ მეგობრები არ ჰყავდა. იქ მამასთან და ბებიასთან ერთად იყო. ქართული ბავშვმა არ იცის. ადგილობრივ ბავშვებთან ვერ თამაშობდა. მეტ დროს ბებიასთან და ძაღლებთან ერთად ატარებდა”, – განაცხადა ფილფანმა.

მანამდე კომენტარი „ფორმულასთან“ მოზარდის მამაც გააკეთა. მისი თქმით, შვილთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა. მამა ვარაუდობს, რომ მოზარდი სახლიდან გაქცევისთვის რამდენიმე კვირით ადრე ემზადებოდა.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 19 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close