კრიმინალისაბერძნეთისპორტი
ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო საბერძნეთის საფეხბურთო თასის ფინალი გადაიდო
ბომბის შესაძლო აფეთქებასთან დაკავშირებული საშიშროების გამო საბერძნეთის საფეხბურთო თასის ფინალი გადაიდო.
„ოლიმპიაკოსისა“ და „აეკის“ ხელმძღვანელებს ადგილზე მომუშავე სამართალდამცავებმა უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია ვერ მისცეს, რის გამოც ფინალის გადატანა გახდა საჭირო.
შეხვედრის გამართვის ახალი თარიღი 27 ივლისს გაირკვევა და, სავარაუდოდ, გუნდები „გეორგიოს კამარასის“ არენის ნაცვლად ათენის ოლიმპიურ სტადიონზე ითამაშებენ, რომელიც „პანათიანიკოსის“ და „აეკის“ საშინაო არენაა.
ბომბის არსებობის შესახებ პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა და სამართალდამცველები ამ ინფორმაციას ორი საათის განმავლობაში ამოწმებდნენ.
imedinews.ge
კომენტარები