fbpx
კრიმინალისაქართველო

ჩვილის ცხედარი ნანგრევებში იპოვეს – ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

სამართალდამცველებმა ზუგდიდში, ჩვილის მკვლელობის ბრალდებით, ახალგაზრდა ქალი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

35 წლის ქალმა, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ორსულობას მალავდა, ჩუმად იმშობიარა. მშობიარობის შემდეგ კი თავი შეუძლოდ იგრძნო და საავადმყოფოს მიმართა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ქალი ახალნამშობიარევი იყო, ჩვილი კი – გამქრალი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილის გაჩენის შესახებ ქალმა ბავშვის მამას შეატყობინა, რომელმაც ჩვილის ცხედარი სოფლის ტყეში, ნანგრევებში დამარხა.

ახალგაზრდა ქალის ოჯახი მომხდარში მამის ბრალეულობასაც ხედავს და მის დაკავებასაც ითხოვს.

ჩვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, რის შემდეგაც გაირკვევა, რა გახდა პატარას გარდაცვალების მიზეზი.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close