fbpx
საზოგადოებასაქართველო

კორონავირუსი არ დაუდასტურდა ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ

ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

გორგოძის თქმით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული უსაფრთხოების ზომები ეფექტიანად მუშაობს.

„იმ ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც განთავსებულnი იყვნენ საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად, საბედნიეროდ, არ დაუდასტურდათ ინფექცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების ზომები, რაც გვქონდა მიღებული, ნამდვილად მუშაობს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

რაც შეეხება აღნიშნული აბიტურიენტების გამოცდაში მონაწილეობის უფლებას, გორგოძე ამბობს, რომ ისინი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების დაცვით, ჩვეულებრივ აგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას.

„რაც შეეხება იმ აბიტურიეტს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ის ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენ მისთვის წელს განმეორებითი გამოცდების დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს, რომელიც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close