საზოგადოებასაქართველო

ვინ არის აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ აბიტურიენტს კოვიდ-19 დაუფიქსირდა. მასთან კონტაქტში მყოფი 8 პირი კარანტინში გადაიყვანეს.

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ანა ონიანია. ცნობილია, რომ ის კონსერვატორიაში ვოკალის მიმართულებით აბარებდა და უმაღლესი შეფასება უკვე დაიმსახურა.

ანას ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ გოგონას შრომა წყალში ეყრება. მიხეილ ქურასბედიანი ასევე მიმართავს ხელისუფლებას, იქნებ მისცენ მას შესაძლებლობა, წელსვე გახდეს სტუდენტი.

„გამარჯობათ! აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი აღმოაჩნდა არის ჩემი ოჯახის წევრი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი-98 ქულა აიღო და ფაქტიურად გაინაღდა უფასო ადგილი. მხოლოდ მინიმალურის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს. ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს. ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ.

#MXARDACHERAANAONIANS Anna Oniani ყველას გთხოვთ გააზიაროთ, იქნებ მივიღოდ შედეგი!!!“ – წერს მიხეილ ქურასბედიანი სოციალურ ქსელში და საზოგადოებას თანადგომას სთხოვს.

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close