fbpx
საზოგადოებასაქართველო

ცოტნე გამსახურდია თურქეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია თურქეთიდან სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მისი ძმა, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს:

„ცოტნეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე, ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. მათგან 4-ს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close