fbpx
მოგზაურობამსოფლიო

ავიაკომპანია QATAR AIRWAYS-ი დოჰა-თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ავიაკომპანია  Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანია მგზავრებს, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვთ დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, აცნობებს, რომ ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს, 12 ივლისს გასცა.

ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

17 ივლისი, დოჰა – თბილისი (გამოფრენა 20:10, მოფრენა 18 ივლისი, 00:15); 18 ივლისი, თბილისი – დოჰა (გაფრენა 03:15).

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ გადამყვან ავიაკომპანიას დაუკავშირდნენ.

სხვა მიმართულებებზე ჩარტერული რეისის დანიშვნის შემთხვევაში ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close