მსოფლიოხელოვნებასაქართველო

თბილისის ბავშვთა კაპელის მსოფლიო აღიარება (ვიდეო)

თბილისის ბავშვთა კაპელას და მის ხელმძღვანელს გელა ფარჩუკიძეს ლეგენდარული ჯგუფის – „ქვინის“ სიმღერის უბადლო შესრულებით დიდი ხანია იცნობენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

კაპელის უნიჭიერესმა წევრებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვეს და „ქვინის“ ქავერების საუკეთესო შემსრულებელთა შორის დასახელდნენ.

გელა ფარჩუკიძე:

„მადლობა ღმერთს… გვიხარია და ვამაყობთ, რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული შოუს Got Talent-ის ცენტრალურმა, ანუ ამერიკულმა „უფროსობამ“ (Got Talent Global) „ქუინი“-ს ქავერების საუკეთესო შემსრულებელთა რიგებში თბილისის ბავშვთა კაპელის – ქართველი ბავშვების ნამღერი შეიყვანა…

ეს იგივეა ინგლისელი ან ამერიკელი ქართული სიმღერის შემსრულებელთა საუკეთესო შვიდეულში რომ შეიყვანო… ვულოცავ ჩემს ოჯახს – კაპელას, ჩემს პატარა პრინცესებს და პრინცებს, მათ ოჯახებს ამ აღიარებას… თბილისის ბავშვთა კაპელა ხომ ქართული პროექტია. იხარე საქართველო!“.

artinfo.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close