ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

„პატარა ემიგრანტის ხმა“ – სიმღერის კონკურსი ათენში

ათენში კვირას, 12 ივლისს, 12:00 საათზე (ადგილობრივი დროით) ტარდება სიმღერის კონკურსი „პატარა ემიგრანტის ხმა“, რომელშიც საბერძნეთში მცხოვრები 10 ნიჭიერი ქართველი მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.

განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები მაყურებლის წინაშე შეასრულებენ საკონკურსო სიმღერებს. გამოვლინდება 5 საუკეთესო შემსრულებელი, რომლებიც 19 ივლისს ფინალურ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას 2-2 ახალი სიმღერით.

კომპეტენტური ჟიური პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელებს გამოავლენს.

გამარჯვებულების გარდა კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება.

კონკურსს ეყოლება ინკოგნიტო ჟიური, რომლის მიერ თითოეული მონაწილისთვის მინიჭებული ქულები დაემატება სხვა ქულების ჯამს და ასე გამოვლინდებიან გამარჯვებულები – ამგვარი მიდგომა ობიექტურობას უზრუნველყოფს.

კონკურსების შემდეგ მოეწყობა დასკვნითი საღამო, რომელზეც 10-ვე კონკურსანტი ერთად იმღერებს.

ღონისძიების ინიციატორია ვებგვერდ „გენიოსი ბავშვების“ დამფუძნებელი ჯგუფი, რომლის მიზანია ემიგრაციაში მყოფი ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენა და მხარდაჭერა. კონკურსის 10 მონაწილე ვებგვერდზე განთავსებული მათი ვიდეოების მოწონებების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა.

სიმღერის კონკურსი „პატარა ემიგრანტის ხმა“ ჩატარდება მისამართზე: ათენი, Σταυροπούλου #33 (პლატია ამერიკასთან ახლოს)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close