fbpx
ეკონომიკაიტალია

იტალიური ყველის, პარმიჯანო რეჯანოს პირველი ოფიციალური ონლაინ მაღაზია გაიხსნა

2020 წელი ნამდვილად არის ონლაინ შოპინგის წელიწადი. კვლევის თანახმად, რომელიც Politecnico di Milano B2C eCommerce Observatory-მ ჩაატარა, 2020 წლის ბოლოსთვის საკვები და სასურსათო პროდუქტების ონლაინ გაყიდვა 55%-ით გაიზრდება და 2,5 მილიარდ ევროს მიაღწევს, რაც მილიარდი ევროთი მეტია წინა წელთან შედარებით.

ამ ფონზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ყველის – პარმიჯანო რეჯანოს/Parmigiano Reggiano ახალი, პირველი ოფიციალური ინტერნეტმაღაზიის  გახსნა ნამდვილად დროული ინიციატივაა. ონლაინ მაღაზიაში მომხმარებლებს შეუძლიათ ხარიასხიანი ყველი პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძინონ. ეს მწარმოებელთა კონსორციუმის ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანია პირდაპირი გაყდვების გაზრდა და ის კონსორციუმის 335 წევრს ახალ ბიზნესინსტრუმენტს სთავაზობს ახალი სამომხმარებლო ჩვევების შესაბამისად.

„ვცდილობთ, ჩვენი პროდუქტი შუამავლების გარეშე გავყიდოთ, – განმარტავს Parmigiano Reggiano Consortium-ის პრეზიდენტი ნიკოლა ბერტინელი, – ახლა ეს მოხდება არა მარტო ჩვენი საფირმო მაღაზიებიდან, არამედ, აგრეთვე,  ონლაინ. ჩვენი მიზანია პირდაპირი გაყიდვების, რაც ამჟამად წელიწადში 390 ათას თავ ყველს შეადგენს, საერთო წარმოების 15%-მდე გაზრდა ანუ დაახლოებით 500 000 თავამდე“.

ცნობისათვის, 2019 წელს იტალიაში  3,7 მლნ თავი პარმიჯანო რეჯანო აწარმოეს, რომელთა საერთო სამომხმარებლო ღირებულება 2,6 მილიარდ ევროს შეადგენდა.

ნინო ხოშტარია

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close