fbpx
ქართველები უცხოეთშისპორტი

„დიდი მადლობა ჩვენს მეომარს!“ – „ტულონი“ მამუკა გორგოძეს დაემშვიდობა (ვიდეო)

„მამუკა, შენ ლეგენდა ხარ!“ - ბაკის ბოთა

ფრანგული სარაგბო კლუბი, ტიტულოვანი „ტულონი“, მამუკა გორგოძეს დაემშვიდობა. ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ მორაგბეს ფრანგული გრანდის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური ვიდეო მიუძღვნეს.

30 ივნისს მამუკა გორგოძეს „ტულონთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და კლუბი ოფიციალურად დატოვა.

როგორც ცნობილია, 35 წლის ლეგენდარულმა მორაგბემ კარიერის დასრულების შესახებ დაახლოებით სამი თვის წინ განაცხადა, რასაც მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას შემდგომ კი, რაც მამუკამ „ტულონი“ ოფიციალურად დატოვა, ზღვისპირელებმა ქართველ მორკინალს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა.

„მამუკა გორგოძემ კარიერა დაასრულა „ტულონში“ გატარებული 6 სეზონის შემდეგ, რომლის მაისურითაც 110 მატჩში ითამაშა და 2015 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დიდი მადლობა ჩვენს მეომარს ნავსადგურიდან“, – წერია „ტულონის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

გორგოძე „ტულონში“ 2014 წლიდან თამაშობდა და 110 შეხვედრაში მის ანგარიშზე 11 გატანილი ლელოა. მანამდე კი ქართველმა მორაგბემ ცხრა წელი „მონპელიეში“ გაატარა, სადაც 168 მატჩში 27 ლელოს ავტორია.მამუკას  კარიერის დასრულებას გამოეხმაურა ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი მორაგბე ბაკის ბოთაც.

„საოცარი მოთამაშე, რომელსაც ბევრი საუბარი არასდროს უყვარდა. იგი მინდორზე ნამდვილი მეომარი იყო, ჩემი სტილის მორაგბე. მივესალმები მამუკას, შენ ლეგენდა ხარ!“ – დაწერა ბოთამ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close