იტალიაკრიმინალი

იტალიის პოლიციამ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების მასშტაბური საქმე გახსნა

იტალიის პოლიციამ, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე გახსნა. ამის შესახებ გამოცემა Istoé წერს.

გამოცემის ცნობით, აკრძალული მასალა მესენჯერით ვრცელდებოდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ქსელში 50 ადამიანი იყო ჩართული. მედიის ინფორმაციით, სამი ადამიანი დააკავეს, ხოლო სპეცოპერაცია ქვეყნის 20 რეგიონიდან 15-ში ჩატარდა.

პოლიციამ დანაშაულის ადგილებიდან რამდენიმე ათასი ფაილი ამოიღო, რომელზეც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი მასალა იყო ატვირთული.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close