fbpx
მსოფლიოპოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტები

ესპანელ პოლიტიკოსს, რომელიც ვიდეოკონფერენციის დროს შხაპს იღებდა, თანამდებობის დატოვება მოუწია (ვიდეო)

ესპანეთის ქალაქ ტორელავეგის მუნიციპალური მრჩეველი, ქალაქის სოციალისტურ მუშათა პარტიის გენერალური მდივანი ბერნარდო ბუსტილო ვიდეოკონფერენციის დროს მაყურებელთა წინაშე სრულიად შიშველი წარდგა.

ვიდეოკონფერენციას ესწრებოდნენ სხვა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ხოლო ონლაინ ტრანსლაციის მეშვეობით მას თვალს ათასობით ადამიანი ადევნებდა.

The Guardian-ის ცნობით, პოლიტიკოსმა შეხვედრის დროს შხაპის მიღება გადაწყვიტა, ვინაიდან კონფერენცია დროში ძალიან გაიწელა და მოგვიანებით მეორე სამსახურში უნდა წასულიყო.

მან ნოუთბუქი აბაზანაში შეიტანა, რათა კოლეგების ხმა კარგად გაეგო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვიდეოს გამორთვა დაავიწყდა.

მომხდარს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მისი ვიდეოები სწრაფად გავრცელდა.

პოლიტიკოსმა თანამდებობა დატოვა, ვინაიდან არ სურდა, მომხდარ ინციდენტს მისი პარტიის რეპუტაციაზე მოეხდინა უარყოფითი გავლენა.

report.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close