fbpx
მოგზაურობაიტალიასაზოგადოება

იტალია ციცის ობიექტივში: 3 ულამაზესი ტბა (ფოტოგალერეა)

ულამაზესი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მშვენება – მისი ტბებია. იტალიაში დაახლოებით 1500 ტბაა, თუმცა მათი უმეტესობა მთის პატარა წყალსატევია. ყველაზე თვალწარმტაცი სილამაზის ტბები ალპების ძირშია – კომო, იზეო, მაჯორე და, რა თქმა უნდა, გარდა – იტალიის ტბებს შორის ყველაზე დიდი. ზეთისხილისა და ციტრუსების ზურმუხტოვან ჭალებში ჩაფლული ეს ტბები ყველაზე მეტ ტურისტს იზიდავენ თავიანთი ულამაზესი პეიზაჟებით. აპენინის ნახევარკუნძულზე ერთ-ერთი ყველაზე დიდია ტრაზიმენოს ტბა (უმბრია), ხოლო სარდინიაზე გამორჩეულია ომოდეო.

იტალიის ტბების უმეტესობა კრისტალურად სუფთა წყლით გამოირჩევა და მათ გარშემო განვითარებულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, რაც აქ ტურისტებს იზიდავს.

იტალიის ტბები საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო ცნობილი ადამიანებისთვის უძველესი დროიდან: აქ ჩამოდიოდნენ მდიდარი რომაელები, ფილოსოფოსები, მოგვიანებით კი  – მსოფლიოში ცნობილი მწერლები, მაგ., სტენდალი, რემარკი და სხვ.

დღეს იტალიის ტბები სულ უფრო და უფრო ხდება ახალდაქორწინებულთა საყვარელი ადგილი.

მართლია, პანდემიამ ტბებიც კარანტინში მოაქცია და მათი ტერიტორია „გაუკაცრიელდა“, თუმცა როგორც კი შეზღუდვები შემსუბუქდა და რეგიონებს შორის გადაადგილების თავისუფლება აღდგა, ტბებს ისევ ესტუმრნენ ტურისტები – მართალია, იმდენი არა, რამდენიც ადრე, და ძირითადად, ისევ იტალიელები, მაგრამ ტბები მაინც „გახალისდნენ“.

ჩვენმა კორესპონდენტმა ციცი ხაბელაშვილმა კარანტინის შემდეგ 3 ტბაზე იმოგზაურა (იზეო, ბრაიესი და მაჯორე) და ჩვენი პორტალისთვის შთამბეჭდავი ფოტოებიც გადაიღო.

იზეოს ტბა სიდიდით მეოთხეა იტალიაში კომოს, მაჯორესა და გარდას შემდეგ. იზეო ლომბარდიის რეგიონში მდებარეობს, ბერგამოსა და ბრეშიის პროვინციებს შორის.

2016 წელს ცნობილმა ამერიკელმა სკულპტორმა და მხატვარმა ქრისტო იავაშევმა ტბაზე განახორციელა პროექტი სახელწოდებით „მცურავი პირსი“ (The Floating Piers). წყალზე აიგო კაშკაშა ბილიკების ქსელი, რომელმაც ადამიანებს წყალზე გავლის საშუალება მისცა. ბილიკებზე გასავლელად თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ჩავიდა იზეოს ტბაზე.

Photo: Stefano Rellandini

მაჯორეს ტბა (იტ. დიდი ტბა) – იტალიისა და შვეიცარიის საზღვარზე მდებარეობს. ტბის იტალიური ნაწილი პიემონტსა და ლომბარდიაშია.

ბრაიესის ტბა – სამხრეთ ტიროლში დოლომიტურ ალპებში მდებარეობს, ბრაიესის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პრაგსის ხეობაში.

იზეოს ტბის მშვენიერი ბინადარი
გედი კვერცხებზე ზის იზეოს ტბის მახლობლად
ბრაიესის ტბა
ბრაიესის ტბა
ბრაიესის ტბა
ბრაიესის ტბა
ბრაიესის ტბა
ბრაიესის ტბა
მეზღვაურის ძეგლი მაჯორეს სანაპიროზე
ტბა მაჯორე
კოტეჯი ბრაიესის ტბის სანაპიროზე
ტბა მაჯორე; კაფე სანაპიროზე
ტბა მაჯორე

ციცი ხაბელაშვილის ფოტოები

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close