მსოფლიოnewsსაზოგადოება
კატალონიაში 200 000-მდე ადამიანი კვლავ კარანტინში აღმოჩნდა
კატალონიაში 200 000-მდე ადამიანი კვლავ კარანტინში აღმოჩნდა. ამის მიზეზი სეგრიის რაიონში კორონავირუსის შემთხვევების მატება გახდა. ბოლო დღე-ღამეში აღნიშნულ რეგიონში კოვიდ-19-ის 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეიდან მოქალაქეებს სეგრიის რაიონის დატოვება სპეციალური ნებართვის გარეშე აღარ შეეძლებათ. ძირითად მაგისტრალებზე განთავსდება პოლიციის საგუშაგოები. 10 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალული იქნება როგორც შენობაში, ისე გარე სივრცეში.
გუშინ სეგრიის რეგიონში საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 21 ადამიანი გადაიყვანეს. მათგან ექვსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. სეგრიაში სულ 210 000 ადამიანი ცხოვრობს. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ რეგიონში ცხრა კლასტერია აღრიცხული.
1tv.ge
კომენტარები