fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

მონღოლეთმა რუსეთთან საზღვარი შავი ჭირის 2 შემთხვევის გამო ჩაკეტა

მონღოლეთმა რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონი კარანტინში მოაქცია. კარანტინის მიზეზი შავი ჭირის ორი შემთხვევაა. ვარაუდობენ, რომ შავი ჭირის ინფექციის მიზეზი ვირზაზუნას ხორცის ჭამა გახდა.

ქვეყნის ზოონოზურ დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა  დაადასტურა, რომ დაავადება ორ ადამიანს ხოვდის პროვინციაში დაუდგინდა. მედიის ინფორმაციით ინფიცირებულები 27 წლის კაცი და ახალგაზრდა ქალი არიან. 

კარანტინში მოექცა ხოვდის პროვინციის ცენტრალური ქალაქი და ერთ-ერთი ოლქი, რომელიც 500 კილომეტრითაა დაშორებული სამხრეთი ციმბირის ტუვის და ალთაის რესპუბლიკებისგან.

ზოონოზურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოვლენილია 146 პირველადი და 504 მეორეული კონტაქტი.

2019 წლის მაისში მონღოლეთმა რუსეთთან საზღვარი ასევე შავი ჭირის გავრცელების გამო ჩაკეტა. 2019 წლის ინციდენტის დროს ცოლ-ქმარი ვირზაზუნას ხორცის ჭამის შემდეგ დაიღუპა.

მე-14 საუკუნეში შავმა ჭირმა 50 000 მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. ამ ინფექციისგან ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანი კვდება.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close