მოგზაურობასაბერძნეთი

საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს ინტერნეტით სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ

საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს ინტერნეტით სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სპეციალურ ანკეტაში აუცილებელი იქნება მგზავრის ადგილმდებარეობის მითითება, ასევე იმ ქვეყნების ჩამოთვლა, სადაც იგი ბოლო პერიოდში იმყოფებოდა. ეს ანკეტა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა იყოს შევსებული.

ასევე, აუცილებელი იქნება იმ მისამართის დასახელებაც, სადაც მგზავრები საბერძნეთში დასვენების დროს დარჩებიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს შემდეგ მისამართზე შეეძლებათ – https://travel.gov.gr.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა 15 ივნისს განაახლა ფრენები ათენისა და თესალონიკის აეროპორტებში, პირველი ივლისიდან კი სხვა აეროპორტებიც გაიხსნება.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close