fbpx
მედიცინამსოფლიო

ჩინეთში აღმოაჩინეს გრიპის ახალი ტიპის ვირუსი, რომელმაც შესაძლოა პანდემია გამოიწვიოს – „ბიბისი“

ჩინეთში აღმოაჩინეს გრიპის ახალი ტიპის ვირუსი, რომელმაც შესაძლოა, პანდემია გამოიწვიოს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მეცნიერები იუწყებიან, ახალი გრიპის მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება ადამიანსაც გადაეცემა.

მკვლევარები შიშობენ, რომ ვირუსმა შესაძლოა მუტაცია განიცადოს და ადვილად გავრცელდეს, რასაც მორიგი პანდემია მოჰყვება.

მეცნიერთა თქმით, გრიპის ახალ ვირუსს ყველანაირი ნიშანი აქვს იმის სათქმელად, რომ მას გარემოსთან ადაპტაცია და ადამიანის დაავადება იოლად შეუძლია.

ვირუსი ახალია, ამიტომ ადამიანების უმეტესობას მასზე იმუნიტეტი არ ექნება.

ვირუსის სახელწოდებაა – G4 EA H1N1. ის ადამიანების სასუნთქ გზებს აზიანებს. მეცნიერთა თქმით, ახალი ტიპის გრიპის ვირუსი უკვე დაუდასტურდათ ჩინეთში სასაკლაოებსა და ხორცის საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს.

მკვლევარები აცხადებენ, რომ გრიპის ახალი ვირუსი ამ ეტაპზე დაუყოვნებლივ რეაგირებას არ საჭიროებს, თუმცა საყურადღებოა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close