მსოფლიოპოლიტიკა

რუსული აღლუმის „კონკია“ – ახალგაზრდა ოფიცერმა ქალმა გამძლეობისთვის ჯილდო დაიმსახურა (ვიდეო)

ბალტიის ფლოტის ადმირალმა ალექსანდრ ნოსატოვმა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე გამოჩენილი გამძლეობისთვის ოფიცერი ქალის, ქსენია კალჩინსკაიას დააჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ქალს აღლუმის დროს ფეხსაცმელი გასძვრა, თუმცა იგი არ დაიბნა, არაფერი შეიმჩნია, ბოლომდე გაიარა მარში ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და კოლონის მწყობრი ხაზი არ დაარღვია.

უმეტესობამ ვერ შეამჩნია ეს ინციდენტი, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, რომელიც აივნიდან არის გადაღებული და ჩანს, როგორ მარშირებს ახალგაზრდა ქალი ცალ ფეხზე ფეხსაცმლის გარეშე, დიდი მოწონება დაიმსაუხრა და ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ეს ყველაფერი ხელმძრვანელობის ყურამდე მივიდა. მათი აზრით, გოგონა გამძლეობისა და ნებისყოფისთვის ჯილდოს იმსახურებს.

„ისე მოხდა, რომ ტრამვაის ხაზების მოხვევის ადგილას ვიღაცამ ფეხზე დამაბიჯა, მაგრამ საჭირო იყო სიარულის გაგრძელება. ჩემს ადგილას ნებისმიერი ასე მოიქცეოდა“, – თქვა მოგვიანებით ბალტიის ფლოტის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო პოლკის მიჩმანმა ქსენია კალჩინსკაიამ, რომელსაც სოციალურ ქსელებში უკვე შეარქვეს „კალინინგრადელი კონკია“.

კალინინგრადში მოწყობილ აღლუმზე დაახლოებით 1500-მდე ჯარისკაცი და 75 ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა. ჯავშანტექნიკის კოლონას სათავეში ლეგენდარული ტანკი, T-34 ედგა.

მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად რუსეთში 24 ივნისს აღნიშნეს კორონავირუსის პანდემიის გამო. აღლუმები რუსეთის დიდ ქალაქებში ჩატარდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close