საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

საბერძნეთში ტრაგიკულ შემთხვევას ქართველი ქალი ემსხვერპლა (ვიდეო)

საბერძნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. tanea.gr-ის ინფორმაციით, 36 წლის ქალი ქალაქ თესალონიკის ცენტრში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.

ქალს ცეცხლი წაეკიდა და, როგორც ჩანს, გადარჩენის მიზნით, სპონტანურად ფანჯრიდან გადმოხტომა გადაწყვიტა. იგი გაზონზე დაეცა. თვითმხილველი ამბობს, რომ მას ამ დროსაც ცეცხლი ეკიდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ვიდეოში თვითმხილველი ჰყვება, რომ მძიმე საგნის გადმოვარდნის ხმა გაიგო და შემდეგ დაინახა, რომ სახლის წინ გაზონზე ცეცხლწაკიდებული ადამიანი ეგდო. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა პოლიციაც.

პოლიცია, ამ დროისთვის შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, გამორიცხავს, რომ ქალი დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლი იყოს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close