აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები ფინანსურ დახმარებას კიდევ ერთხელ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჩაწერილ ინტერვიუში გააკეთა. ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
მისი თქმით, მხარს უჭერს აშშ-ის მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი ჩეკის გაგზავნის იდეას.
„ჩვენ ვიმუშავებთ სტიმულირების კიდევ ერთ პაკეტზე. ორპარტიული ინიციატივა უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსნებთ, რომ მარტში პანდემიის შედეგად დაზარალებულმა მოქალაქეებმა აშშ-ის ბიუჯეტიდან დახმარების სახით 1200 დოლარი მიიღეს.
წარმომადგენელთა პალატაში განიხილავენ კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც თითოეული ოჯახისთვის 6000 დოლარის გადაცემას ითვალისწინებს.
1tv.ge
კომენტარები