fbpx
ისტორიაჩვენი ფავორიტისაბერძნეთისაქართველო

„4000“ – ფილმი მრავალსაუკუნოვან ბერძნულ-ქართულ ურთიერთობებზე

„ჩვენ, ქართველებსა და ბერძნებს არასოდეს არსად გვეჩქარება, რადგან ვიცით, ათასწლეულები გვიარსებია და გვჯერა, დაუსრულებლად ვიარსებებთ“ - დიმიტრის ნოლასი

წარმოგიდგენთ სამეცნიერო-პოპულარულ ფილმს „4000“, რომელიც ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ათასწლეულებზე მოგვითხრობს.

ფილმის პრემიერა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გასული წლის ზაფხულში და აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფილმის რეჟისორია ნინო ყოლანდარია, პროდიუსერი – მედეა აბულაშვილი, კონსულტანტი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რისმაგ გორდეზიანი. „4000“ გადაღებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაკვეთით.

ფილმი მოგვითხრობს ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებზე არგონავტების ეპოქიდან დღემდე, მასში არაერთი საინტერესო ფაქტია ასახული. ფილმის ბოლოს მოყვანილია თანამედროვე ბერძენი მწერლის, დიმიტრის ნოლასის სიტყვები: „ჩვენ, ქართველებსა და ბერძნებს არასოდეს არსად გვეჩქარება, რადგან ვიცით, ათასწლეულები გვიარსებია და გვჯერა, დაუსრულებლად ვიარსებებთ“.

nostal.ge-ს რედაქცია მადლობას უხდის საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველ მდივანს ანი უძილაურს ფილმის მოწოდებისთვის.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close