საზოგადოება

ცნობილი ქალები, რომლებიც ქმრებს ინახავენ

ამ ვარსკვლავურ წყვილებში ცოლების დიდი ანაზღაურება სულაც არ უშლის ხელს ჰარმონულ ურთიერთობას და სიყვარულს.

ჯულია რობერტსი – ქონება 250 მლნ დოლარი

ჯულია ერთ-ერთი მაღალანაზრაურებადი მსახიობი ქალია. ის უყვართ კინოპროდიუსერებს, რადგან ფილმებმა ამ მსახიობის მონაწილეობით კინოგაქირავებიდან 2 მილიარდი შემოსავალი უკვე მოიტანა.

ჯულიას ჰონორარებს ვერაფრით დაეწევა მისი ქმრის, დენიერ მოდერის შემოსავალი, რომელიც უბრალო კინოოპერატორია, თუმცა ოსკაროსანი რობერტსისთვის მთავარია ერთგულება და სიმშვიდე. მით უფრო, რომ ჯულიას ახალგაზრდობაში სიღარიბეც გამოუცდია და  მიმტანადაც მუშაობდა. ჯულია და დანიელი სამ შვილს ზრდიან.

ჯოან როულინგი – ქონება 650 მლნ დოლარი

ბრიტანელი მწერალი ქალი, ლეგენდარული „ჰარი პოტერის“ ავტორი, 17 წელია, ბედნიერად ცხოვრობს თავის მეუღლესთან, ნილ მაიკლ მიურესთან ერთად. ნილი ექიმი-ანესთეზიოლოგია. ჯოულინგი დიდ თანხებს ხარჯავზ ქველმოქმედებაზე. ამბობს, რომ იმაზე გაცილებით მეტი ფული აქვს, ვიდრე სჭირდება და მორალურ ვალდებულებად მიიჩნევს, თავისი ქონება საჭირო დანიშნულებით განკარგოს, რაშიც ქმარიც გვერდში უდგას.

რიზ უიზერსპუნი – ქონება 120 მლნ დოლარი

რიზის ოჯახი, სხვათა შორის, ლამის გაყრის პირას აღმოჩნდა, როცა მისმა ქმარმა ჯიმ ტოტმა, საკმაოდ წარმატებულმა ჰოლივუდელმა აგენტმა, 2011 წელს გადაწყვიტა, სამუშაოს ჩამოშორებოდა, რათა ცოლის კარიერისთვის ხელი შეეწყო, მის გვერდით მეტი დრო გაეტარებინდა და ოჯახის გაძღოლაც საკუთარ თავზე აეღო. ტოტი მალევე აღმოჩნდა „სათამაშო მინდორს“ გარეთ, რადგან მისი პროფესია პაუზებს ვერ იტანს. ამის გამო რიზმა ლამის უარი თქვა ქმარზე, თუმცა მათ ვაჟი ეზრდებათ და ქალურმა გონიერებამ ემოციებს გადაწონა. ჯიმი მიხვდა თავის შეცდომას, სწრაფად აღიდგინა ძველი ფორმა და ახლა მის კლიენტებს შორის თვით მეთიუ მაკკონაჰიც კი არის.  რა თქმა უნდა, ჯიმი შემოსავალით ვერასდროს გაუთანაბრდება ცოლს, თუმცა მის ვარსკვლავ მეუღლეს შემოსავალზე კი არა, საქმის კეთებაზე ჰქონდა პრეტენზია.

მერილ სტრიპი – ქონება 85 მლნ დოლარი

წელს ეს დიდებული მსახიობი და მისი მეუღლე, სკულპტორი დონ ჰამერი ქორწიების 40 წლის იუბილეს აღნიშნავენ. როცა დაქორწინდნენ, სწორედ იმ პერიოდში მიიღო მან თავისი პირველი ნომინაცია „ოსკარზე“. ცოლის თავბრუდამხვევმა კარიერამ მცირედაც კი ვერ გააფუჭა წყვილის ურთიერთობა. მერილ სტრიპს დღეს აქვს 3 „ოსკარი“, ჰყავს 4 შვილი და „ყველაზე საიმედო, ძლიერი, ჭკვიანი და კეთილი ქმარი“, როგორც თავად ამბობს.

 ნიკოლ კიდმანი – ქონება 130 მლნ დოლარი

კიდმანის ქმარი კიტ ურბანი ქანთრის მომღერალია. მას ცოლისთის არაერთი უძვირფსესი საჩუქარი აქვს მირთმეული, მათ შორის, სახლი ჰავაიზე, კიდმანის მშობლიურ კუნულ ოაჰუზე. ეს ნამდვილი შოკი იყო ნიკოლისთვის. ასევე, სახლი ნიუ-იორკში, რომელიც კიტმა 39 მლნ დოლარად შეიძინა და რომელშიც ადრე მარკ შაგალი და მაიკლ ჯექსონი ცხოვრობდნენ. თუმცა შემოსავალი კიტს მაინც ნაკლები აქვს – ერთ კონცერტში მომღერალი 500 ათას დოლარს იღებს, მაშინ როცა მისი ვარსკვლავი ცოლის ჰონორარმა, მაგალითად, ერთ-ერთი პარფიუმერული ბრენდის 4-წუთიან რეკლამაში 3,71 მლნ დოლარი შეადგინა ანუ წუთში 928 ათასი დოლარი!

ოპრა უინფრი – ქონება 3,2 მილიარდი დოლარი

ამერიკელი ტელეწამყვანი პირველი შავკანიანი ქალი მილიარდერია ისტორიაში. მას უმძიმესი ბავშვობა ჰქონდა, შიოდა, ცუდად ეპყრობოდნენ, თუმცა შეძლო და მსოფლიოში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად იქცა. იგი ცხოვრობს სანა-ბარბარაში, ოკეანის ნაპირას, 95 მლნ დოლარად შეფასებულ სახლში. უკვე 20 წელია მისი პარტნიორია ბიზნესმენი სტედმან გრეჰემი, 10-მილიონიანი ქონებით.

კირა ნაითლი – ქონება 50 მლნ დოლარი

ჰოლივუდის ერთ-ერთი უნჭიერესი მსახიობი თავის ქმარზე, მუსიკოს ჯეიმს რაიტონზე ათჯერ მეტს გამოიმუშავებს, თუმცა ეს კირას საერთოდ არ აწუხებს. ის უბრალოდ ტკბება ოჯახური ცხოვრებით. სხვათა შორის, ნაითლი უაზროდ არასდროს ხარჯავს თავის მილიონებს, ქორწილში ეცვა კაბა, რომლითაც მანამდე წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდა და არც ძვირადღირებული კოსმეტიკა უყვარს. შვილებისთვის ეკონომიურ, უბრალო სათამაშოებს ყიდულოს. როგორც ვარსკვლავი ამბობს, ბედნიერება ფულს არ მოაქვს.

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close