იტალიაში გასულ 24 საათში 50 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით
გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 140 ათასს გადააჭარბა
იტალიაში გასულ 24 საათში 50 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ით, მთლიანობაში კი ახალი კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი ამ დროისთვის 32785-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ლომბარდიის რეგიონში ბოლო ერთ დღეში არცერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გასულ 24 საათში კიდევ 531 ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (მათ შორის, 285 – ლომბარდიაში) და შემთხვევათა მთლიანმა რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 229 858-ს მიაღწია.
იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 3 447 012 ტესტია ჩატარებული (55 824 – ბოლო ერთ დღეში). ამ მონაცემებს Ansa აქვეყნებს სამოქალაქო დაცვის სამსახურის 24 მაისის ბიულეტენზე დაყრდნობით.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 140 ათასს გადააჭარბა (140 479), რაც 1639-ით მეტია გუშინდელთან შედარებით.
აქტიურ პაციენტთა რაოდენობაც ყოველდღე მცირდება – ამ დროისთვის იტალიაში 56594 კოვიდ-ინფიცირებულია,1158-ით ნაკლები 23 მაისთან შედარებით. მათგან რეანიმაციაშია 553 მძიმე პაციენტი – ეს მაჩვენებელი გასულ ერთ დღეში კიდევ 19-ით შემცირდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები