fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში გასულ 24 საათში 50 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 140 ათასს გადააჭარბა

იტალიაში გასულ 24 საათში 50 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ით, მთლიანობაში კი ახალი კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი ამ დროისთვის 32785-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ლომბარდიის რეგიონში ბოლო ერთ დღეში არცერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გასულ 24 საათში კიდევ 531 ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (მათ შორის, 285 – ლომბარდიაში) და შემთხვევათა მთლიანმა რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 229 858-ს მიაღწია.

იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 3 447 012 ტესტია ჩატარებული (55 824 – ბოლო ერთ დღეში). ამ მონაცემებს Ansa აქვეყნებს სამოქალაქო დაცვის სამსახურის 24 მაისის ბიულეტენზე დაყრდნობით.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 140 ათასს გადააჭარბა (140 479), რაც 1639-ით მეტია გუშინდელთან შედარებით.

აქტიურ პაციენტთა რაოდენობაც ყოველდღე  მცირდება – ამ დროისთვის იტალიაში 56594 კოვიდ-ინფიცირებულია,1158-ით ნაკლები 23 მაისთან შედარებით. მათგან რეანიმაციაშია 553 მძიმე პაციენტი – ეს მაჩვენებელი გასულ ერთ დღეში კიდევ 19-ით შემცირდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close