მედიცინამსოფლიოnews

ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი ზედაპირებზე შეხებით ნაკლებად ვრცელდება

კოვიდ-19 ძირითად შემთხვევებში ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება და ნაკლებად – ზედაპირებთან შეხებით, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

ექსპერიმენტის შედეგები, რომელსაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი უძღვებოდა, ამტკიცებს, რომ დაავადება მარტივად ვრცელდება ადამიანებს შორის ახლო კონტაქტის დროს. ახალი კვლევის თანახმად, ვირუსი ნაკლებად ვრცელდება ინფიცირებულ ზედაპირებზე შეხების ან ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპიკერი კრისტენ ნორდლუნდი აცხადებს, ვირუსი ყველაზე ხშირად ინფიცირებული ადამიანისგან გადადის და ამიტომ სოციალური დისტანციის გათვალისწინება ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

დისტანცია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას, ისევ უცვლელია და ორ მეტრს შეადგენს.

დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ასეთივე დასკვნამდე მივიდნენ გერმანელი მეცნიერები.

წყარო: 1tv.ge

ამავე თემაზე: გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების „ერთადერთი შესაძლო“ გზა დაადგინეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close