მსოფლიოnews

უნგრეთის პარლამენტმა მოქალაქეებს დოკუმენტებში სქესის შეცვლა აუკრძალა

უნგრეთის პარლამენტმა მოქალაქეებს დოკუმენტებში სქესის შეცვლა აუკრძალა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. ახალი ინიციატივა მმართველ პარტია „ფიდესს“ ეკუთვნის. საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა 133-მა დეპუტატმა, 57 წინააღმდეგი წავიდა.

კანონის მიხედვით, დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობაში სიტყვა „სქესის“ ნაცვლად, ჩაიწერება „სქესი დაბადებისას“.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლგბტ-მოქალაქეების დისკრიმინაციას წარმოადგენს.

ახალი კანონი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას ხელს უნგრეთის პრეზიდენტი მოაწერს.

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედი კანონმდებლობით, ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის შეცვლა დაშვებულია.

1 tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close