საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიმართვა: ტურისტული სეზონი იწყება
მთავრობა ბიზნესს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დაეხმარება
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთის მოქალაქეებს მიმართა. მთავრობის მეთაურმა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიზანია ეპიდემიის შემდეგად წარმოშობილი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება.
პრემიერის თქმით, საბერძნეთი უნდა გახდეს სანიმუშო ქვეყანა ეპიდემიიდან გამოსვლის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ტურიზმს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული დარგია. სამთავრობო გეგმა ჯამში 24 მილიარდი ევროს დახარჯვას ითვალისწინებს და ეს თანხა დასაქმებულთა და ბიზნესის მხარდასაჭერად იქნება გამოყენებული. დღგ შემცირება რესტორნებსა და ტრანსპორტზე 6 თვით, რათა მოქალაქეებს გაუიაფდეთ დასვენება და ტურისტულმა ორგანიზაციებმა შეძლონ შემოსავლის მიღება.
ტურიზმის სფეროში ვინც დაუბრუნდება სამსახურს, მაგრამ ვერ აიღებს სრულ ხელფასს, მთავრობა შეავსებს განსხვავებას დასაქმებულთა მხარდაჭერის მიზნით. დახმარება გაიცემა ივნისსა და ივლისში. შესაბამისად, ბიზნესი დაასაქმებს მხოლოდ საჭირო რაოდენობის თანამშრომლებს, ხოლო დანარჩენ თანხას სახელმწიფო დაფარავს. პრემიერის თქმით, მთავრობამ არჩია სამუშაო ადგილების შენარჩუნებას მიანიჭოს უპირატესობა, ვიდრე უმუშევართა მხარდაჭერას. ევროპული პროგრამა Sure-ის ფარგლებში საბერძნეთი 1 მილიარდ ევროს მიიღებს პირველ ეტაპზე. 15 ივნისს ტურისტული სეზონი იწყება, პირველი ივლისიდან კი საერთაშორისო ფრენები განახლდება.
გიორგი ჯანელიძე
მსგავს თემაზე: საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა საერთაშორისო ფრენების აღდგენის თარიღი დაასახელა
კომენტარები