მოგზაურობაnewsსაბერძნეთი

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა საერთაშორისო ფრენების აღდგენის თარიღი დაასახელა

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის, ხარის თეოხარისის განცხადებით, ტურიზმი საბერძნეთის უმნიშვნელოვანესი სფეროა. 2019 წელს ტურიზმისგან ქვეყანამ 19 მილიარდი ევრო შემოსავალი მიიღო, აღნიშნულ სფეროში ასობით ათასი ადამიანია დასაქმებული.

მინისტრმა ტურისტული ობიექტების გახსნაზე ისაუბრა: პირველი ივნისიდან იხსნება კემპინგი და არასეზონური სასტუმროები, 15 ივნისიდან გახსნება კუნძულებზე მდებარე სეზონური სასტუმროები. საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა თავდაპირველად 15 ივნისიდან ათენის საერთაშორისო აეროპორტის გახსნით აღდგება. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს, მაისის ბოლომდე დაზუსტდება და გამოქვეყნდება იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ტურისტებისთვის არ იარსებებს სავალდებულო ტესტები და კარანტინი. ამავე დროს, ჩატარდება შერჩევითი ტესტირებები.

საბერძნეთის სხვა აეროპორტები პირველ ივლისს გაიხსნება. ქვეყნები, რომლებთანაც საჰაერო მიმოსვლა აღდგება, გარკვეული კრიტერიუმებით შეირჩევა – კერძოდ, უმთავრესია კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ამავე დროს, ფრენები აღდგება შედარებით ახლომდებარე ქვეყნებთან. ყურადღება მიექცევა კონკრეტულ ქვეყნებში ბერძნული დიასპორის არსებობასაც. მინისტრმა დაასახელა რამდენიმე ქვეყანა, რომლებთანაც მიმოსვლის აღდგენა პირველ რიგში მოხდება. ესენია: ბულგარეთი, კვიპროსი, ბალტიისპირეთის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები (უპირველესად, გერმანია).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზუსტი სია მაისის ბოლომდე გახდება ცნობილი.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close