fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და ამ სეზონის ყველა რეკორდს მოხსნის – ამინდის პროგნოზი

საბერძნეთში ტემპერატურა ამ შაბათ-კვირას ზოგან 40 გრადუსს მიაღწევს. ეროვნული ობსერვატორიის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ქვეყანაში საშუალო ტემპერატურიდან ყველაზე დიდი გადახრა დაფიქსირდება მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს

meteo.gr-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საბერძნეთში უახლოეს დღეებში ტემპერატურა, გაზაფხულის კვალობაზე, უჩვეულოდ მაღალი იქნება, უფრო აგვისტოს შესაბამისი, ხმელთაშუა ზღვის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროს სითბო მოიცავს. ფაქტობრივად, მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდება: საშუალო ტემპერატურიდან გადახრა 100C-ს გადააჭარბებს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება მსოფლიოში უახლოეს დღეებში.

ქვემოთ მოცემულ ვიდეო ჩანს, რომ 2020 წლის მაისის მეორე დეკადაში აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. ნაჩვენებია დაახლოებით 1500 მეტრის სიმაღლეზე აირების მასების გადაადგილების პროგნოზი ორშაბათის, 18 მაისის  ჩათვლით.

თბილი ჰაერის მასები წითლადაა შეფერილი, ცივი ჰაერის მასები კი – ლურჯად. როგორც ჩანს, თბილი ჰაერის მასები საბერძნეთში ორშაბათის (18/05) ჩათვლით დარჩება, შემდეგ ისინი აღმოსავლეთისაკენ გადაადგილებას დაიწყებენ.

ამრიგად, პროგნოზის თანახმად, ელადაში ტემპერატურა 16-17 მაისს ზოგიერთ ადგილას 400C მიაღწევს, ხოლო  შემდეგ ეტაპობრივი კლებაა მოსალოდნელი ორშაბათიდან, 18 მაისიდან, ძირითადად კი, სამშაბათს, 19 მაისს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close