fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

საფრანგეთის 94 წლის ექსპრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ’ესტენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

გერმანენული ტელეარხის, WDR-ის ჟურნალისტმა ან-კატრინ შტრაკემ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ’ესტენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Süddeutsche Zeitung-ი წერს.

ჟურნალისტის მტკიცებით, 2018 წლის დეკემბერში პარიზში ინტერვიუს დროს პოლიტიკოსმა მას დუნდულებზე ხელი რამდენჯერმე დაადო, გამომშვიდოებებისას კი ყურში გერმანულად „ტკბილი სიზმრები“ ჩასჩურჩულა.

შტრაკემ ამ ფაქტის შესახებ ტელეარხს შეატყობინა. WDR-მა დაადგინა, რომ ჟურნალისტი სიმართლეს ამბობს. 2019 წლის ივნისში მათ ყოფილი პრეზიდენტის ოფისში წერილი გაგზავნეს, სადაც ეწერა, რომ პოლიტიკოსის ქმედება მიუღებელია. 2020 წლის მარტში კი ჟურნალისტმა ჟისკარ დ’ესტენის წინააღმდეგ პარიზის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი საფრანგეთის პრეზიდენტი 1974-1981 წლებში იყო. ამჟამად ის 94 წლისაა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close