მოგზაურობასაბერძნეთი

საბერძნეთი ტურისტული კორიდორის შექმნას გეგმავს

საბერძნეთი გეგმავს გახსნას საკუთარი საზღვარი იმ ორი ქვეყნის მოგზაურებისთვის, რომლებმაც ვირუსის გავრცელების კონტროლი მოახერხეს. ამგვარად ცდილობს ქვეყნის მთავრობა ტურიზმის ინდუსტრიის დახმარებას, რომელსაც პანდემიამ უდიდესი ზარალი მიაყენა.

ეს გადაწვეტილება გულისხმობს საბერძნეთს, კვიპროსსა და ისრაელს შორის ერთგვარი „კორონა კორიდორის“ შექმნას. კვიპროსის და საბერძნეთის ეკონომიკა დიდწილად ტურიზმის ინდუსტრიას ეფუძნება, საბერძნეთის ეკონომიკის ერთი მეხუთედი ტურიზმზე მოდის.

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის, ხარის თეოხარისის თქმით, დეტალები ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, თუმცა „ისრაელის კარი ღიაა“: „ისრაელის კარზე დავაკაკუნეთ და ის ღიაა. დაინტერესებაა კვიპროსის შემთხვევაშიც“, – აცხადებს თეოხარისი.

ევროკომისია აპირებს საერთო რეკომენდაციები შეიმუშაოს ტურიზმის დასარეგულირებლად პანდემიის პირობებში, თუმცა მანამდე საბერძნეთი გეგმავს, თავად მიხედოს საკუთარ თავს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა უკავშირდებოდა ბერძენ მომლოცველთა ჯგუფს, რომელიც 27 თებერვალს დაბრუნდა ისრაელიდან. ჯგუფის 20-ზე მეტ წევრს ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, მათი კონტაქტებიანად კი სულ ამ კლასტერში 60-მდე ინფიცირებული გამოვლინდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close