საზოგადოებასაბერძნეთი

მთვარემ დედამიწასთან „სოციალური დისტანციის“ მანძილი შეამცირა (ფოტოები)

სუპერსავსე მთვარე: შთამბეჭდავი სურათები საბერძნეთიდან

გუშინ საღამოს კარანტინით გადაღლილ, თუმცა უკვე თავისუფლებამინიჭებულ ბერძნებს მთვარემ განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო – ციური მნათობი, რომელიც უთვალავჯერ გამხდარა მრავალი ხელოვანის შთაგონების წყარო, მთელი თავისი მშვენიერებით დაჰნათოდა თავს ათენს.

7 მაისს მთვარე ჩვეულებრივზე ბევრად უფრო დიდი და კაშკაშა ჩანდა, რადგან დედამიწას მიუახლოვდა 361 000 კილომეტრ მანძილზე (საშუალოდ, დედამიწის და მთვარის ცენტრებს შორის დაშორება 384 467 კმ-ს შეადგენს). კარანტინის ზომების შემსუბუქების პარალელურად, „სოციალური დისტანციის“ მანძილი დედამიწასთან მთვარემაც შეამცირა. [wp-svg-icons icon=”happy” wrap=”i”]

როდესაც სუპერსავსე მთვარე (supermoon) ჯერ კიდევ ჰორიზონტთან ახლოსაა, მაშინ იგი დამკვირვებლების თვალში უფრო დიდი ჩანს.

ამის საპირისპიროდ კი, 31 ოქტომბერს მთვარე დედამიწის გარშემო თავისი ელიფსური ორბიტის ყველაზე შორეულ წერტილში (აპოგეა) იქნება. ამ დღეს, მნათობი თითქმის 14%-ით პატარა გამოჩნდება.

„სუპერმთვარე“ (supermoon) არ არის სამეცნიერო ტერმინი, ეს შემოქმედებითი სახელი მას ასტრონომმა რიჩარდ ნოლემ უწოდა 1979 წელს.

ნინო ბაჯელიძე

წყარო: cnn.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close