fbpx
ვიდეოიტალიასაზოგადოება

ლომბარდიის დედაქალაქის ახალი რეალობა კარანტინის შემსუბუქების შემდეგ (ფოტო/ვიდეო)

4 მაისიდან იტალიაში შეზღუდვების სხვა ზომების შემსუბუქებასთან ერთად გაიხსნა დასასვენებელი პარკები და მოიხსნა შეზღუდვა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 200 მეტრზე შორს გადაადგილებაზე. გაზაფხულის მშვენიერ მზიან დღეს ბევრი ადამიანი გაემართა მონატრებული ადგილების თუ ახლობლების სანახავად. nostal.ge-ს კორესპონდენტი ციცი ხაბელაშვილი ვიდეოებით და ფოტოებით მოგიყვებათ, როგორია კორონავირუსის ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული იტალიური რეგიონის, ლომბარდიის დედაქალაქის – მილანის ახალი რეალობა ლოქდაუნის შემსუბუქების შემდეგ.

საქანელაზე ბავშვების ნაცვლად ჩიტები ისხდნენ. მილანი, 4 მაისი, 2020. ციცი ხაბელაშვილის ფოტო

მილანის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ რაიონში, ნავილიში (Navigli), სადაც სხვა დაწესებულებებთან ერთად მრავალრიცხოვანი ბარი და რესტორანია, ციცი ბარმენს გაესაუბრა. ბარმენი ამბობს, რომ კლიენტებს შეუძლიათ შეუკვეთონ და თან წაიღონ კოქტეილი ან ყავა, ადგილზე მაგიდასთან დაჯდომა ჯერ აკრძალულია.

ესე იგი, დღეიდან კოქტეილის მირთმევის სერვისი გახსენით

დიახ, დღეიდან შეიძლება fare asporto (იღებ და მიდიხარ). ვამზადებთ სხვადასხვა სახეობის ყავას, კაპუჩინოს და ასევე კოქტეილებს. კლიენტს აქვს საშუალება რამდენიმე სახეობის კოქტეილი დააგემოვნოს, ჯერჯერობით არც ისე ბევრის, თუმცა ამ პირობებში რაც შესაძლებელი იქნება…

ერთი თვის შემდეგ წესები შეიცვლება?

მომავალ თვეში, 1-ლი ივნისიდან, შესაძლებელი გახდება ადგილზე მაგიდასთან დაჯდომა, თუმცა, რა თქმა უნდა, დისტანციის გათვალისწინებით.

გრეთვე, დამოკიდებულია ალბათ, როგორ განვითარდება სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით

კი, ჯერ არ ვართ დარწმუნებულნი, ეს მხოლოდ შესაძლებლობაა, სავარაუდოდ არის განსაზღვრული ეს თარიღები, მაგრამ 100 პროცენტით არ არის დადგენილი…

დიდი მადლობა!

მილანის მთავარი კათედრალის ფონზე კი ახალგაზრდა მილანელი ექიმი მატეო მაფეი საუბრობს, რომელიც მონატრებული ნათესავის სანახავად გამოვიდა:

მოგესალმებით!

დღეს გამოსული ვარ, რათა მოვინახულო ჩემი ბიძაშვილი. ამ პერიოდში ჯერ არ ვმუშაობ, დღეს 4 მაისია და მოხსნილია შეზღუდვები ახლობლების მონახულებაზე, სპორტულ აქტივობასა და, აგრეთვე, ამდენი ხნის ჩაკეტილობის შემდეგ, ბავშვების გარეთ გაყვანაზე.

მე ვარ ექიმი, პლასტიკური ქირურგი, ვმუშაობ კერძო კლინიკაში. წესით, ყველა კერძო დაწესებულება მაისის ბოლომდეა დაკეტილი.

თქვენი აზრით, როგორ ნდ მოიქცნენ ადამიანები ამ სიტუაციაში?

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რათა ზედმეტად არ მოხდეს მდგომარეობით სარგებლობა, რადგან ქუჩაში მომრავლებულმა ხალხმა შეიძლება გამოიწვიოს დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა და, შესაბამისად, დავუბრუნდებით უკვე გამოვლილ ლოქდაუნს.

დიდი მადლობა!

იხილეთ ფოტოგალერეა:

ციცი ხაბელაშვილის ფოტოები

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close