საზოგადოებასაბერძნეთი
ათენი გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის შემდეგ: ხალხმრავლობა აკროპოლისზე და მონასტირაკზე (ფოტოები)
COVID-19-ის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის ზომების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ ბერძნებისთვის და, მათ შორის, ათენელებისათვის „ახალი რეალობა“ დაიწყო.
დასრულდა SMS-ითა და სამგზავრო ფორმის (ბლანკის) შევსებით ქუჩებში მოძრაობა, გუშინდლიდან, 4 მაისიდან რეგიონების შიდა ტერიტორიაზე მოქალაქეების გადაადგილება შეუზღუდავია როგორც ფეხით, ისე ტრანსპორტით.
ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ ტკბებიან ათენელები გაზაფხულის სასიამოვნო დღეს აკროპოლისისა და მონასტირაკის არაჩვეულებრივი ხედებით.
ნინო ბაჯელიძე
წყარო: newsbomb.gr
კომენტარები