მიგრაციასაბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობამ მიგრანტთა ბანაკიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყო

საბერძნეთის მთავრობა კუნძულ ლესბოსის მიგრანტთა ბანაკიდან „მორია“ ასობით ადამიანს გადაიყვანს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი მჭიდროდ დასახლებულ ბანაკში კორონავირუსის გავრცელება გახდა. ერთი დღის განმავლობაში ბანაკი 395 მიგრანტმა დატოვა. ჯამში კი ქვეყნის მატერიკულ ნაწილში 2400 მიგრანტის გადაყვანა იგეგმება.

საბერძნეთში მიგრანტებისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში, სულ მცირე, 110 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 40 ათასი – 5 კუნძულზე განლაგებულ გადატვირთულ ბანაკებში იმყოფება.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close