საზოგადოებასაბერძნეთი

ჯარიმების ახალი სისტემა საბერძნეთში კარანტინის შემსუბუქების შემდეგ

საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს აინტერესებთ საკითხი, რა სახის ჯარიმები დარჩა ძალაში შემზღუდავი ზომების შემსუბუქების პირველი ეტაპისთვის და რა ახალი ჯარიმები დაწესდა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის ზომების მოხსნა საბერძნეთში თანდათნობით მოხდება, ამიტომ ბევრი ჯარიმა, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ძალაში იქნება უახლოესი კვირების განმავლობაში, ამასთან, დაემატა ახალი ჯარიმებიც, კარანტინის შემსუბუქების შედეგად რეგლამენტში შესული ცვლილებების გათვალისწინებით.

საბერძნეთის პოლიციის შესაბამისი სამსახურები მოქალაქეებს და კომპანიებს დააჯარიმებენ შემდეგი დარღვევებისთვის:

  • იმ პრეფექტურის (რეგიონის) ფარგლებს გარეთ გასვლის გამო, სადაც მუდმივად ცხოვრობენ (ჯარიმა ისევ 300 ევროა);
  • 9 ადამიანზე მეტის ერთად შეკრების გამო (ჯარიმა 1000 ევროა);
  • მაღაზიების გახსნის გამო (რომელთა გახსნაზე ნაბართვა არ ვრცელდება; 5000 ევრო იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც აკრძალული აქვთ ფუნქციონირება).

დღეიდან, 4 მაისიდან დაემატა ახალი ჯარიმები – ნიღბის გარეშე ყოფნისა და პროფილაქტიკის ზომების გაუთვალისწინებლობისთვის ყველა მაღაზიასა და დაწესებულებაში, რომლებიც გაიხსნა:

  • 150 ევრო დამცავი ნიღბის გარეშე ყოფნისთვის იმ სივრცეში, სადაც ეს სავალდებულოა;
  • 2000 ევროდან 100 000 ევრომდე ჯარიმა შენობაში კლიენტთა დასაშვებ რაოდენობაზე მეტის შეშვებისთვის (რეგლამენტი დაწესებულია ობიექტის ფართობის გათვალისწინებით);
  • იმ მაღაზიების მუშაობის შეჩერება, რომლებიც სისტემატურად უგულებელყოფენ  პროფილაქტიკის წესებს.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 4 მაისიდან სახლიდან გამოსასვლელად აღარ არის საჭირო შეტყობინების გაგზავნა 13033-ზე.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close