იტალიასაზოგადოება

კორონავირუსის მეორე ფაზა იტალიაში: გამოცოცხლებული ქალაქები და ახალი სტატისტიკა (ვიდეო)

ვაქცინა წარმატებით გამოცადეს სპალანცანის ინსტიტუტის ლაბორატორიის ბაზაზე

ინფიცირების 1221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა იტალიაში გასულ 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად და ამ დროისთვის ინფიცირების ჯამური მაჩვენებელი, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, 211938-ს უდრის. გასულ ერთ დღე-ღამეში კიდევ 195 პაციენტი გარდაიცვალა COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით და გარდაცვლილთა მთლიანმა რაოდენობამ 29 ათასს გადააჭარბა (29 079); აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 199-ით შემცირდა გუშინდელთან შედარებით და 99980-ს შეადგენს. მოიკლო კრიტიკულ პაციენტთა რაოდენობამაც – 1479 (22-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ); გამოჯანმრთელდა 82 879 პაციენტი, 1225-ით მეტი, ვიდრე გუშინ. ასეთი მაჩვენებლები წარმოადგინა დღეს საღამოს სამოქალაქო დაცვის სამსახურმა. ამის შესახებ Ansa წერს.

როგორც ცნობილია, დღეს იტალიაში კორონავირუსთან ბრძოლის საგანგებო სიტუაციის მეორე ფაზა დაიწყო და კარანტინის ზომები ნაწილობრივ შემსუბუქდა, თუმცა მოქალაქეებს გადაადგილებისთვის ავტოსერტიფიკატის შევსება ისევ მოეთხოვებათ.  

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ავტოსერტიფიკაციის ახალი ბლანკი, რომლის გამოყენება დღეიდან დაიწყო. ამას გარდა, ახალი დეკლარაციის შევსება უშუალოდ პოლიციის მიერ შემოწმების დროსაც არის შესაძლებელი. ძალაშია ავტოსერტიფიკაციის ადრინდელი ბლანკიც, რომელიც 4 მაისამდე გამოიყენებოდა.

იტალიის შს სამინისტროს ცირკულარში კორონავირუსთან ბრძოლის მეორე ეტაპის ზომების შესახებ, რომელიც დღეიდან 17 მაისამდე მოქმედებს და რომელიც პრეფექტებს დაეგზავნა, აღნიშნულია, რომ პოლიციელებს ისევ შეუძლიათ ავტოსერტიფიკაციის ბლანკის მოთხოვნა გადაადგილების მიზეზების განმარტების მიზნით.

„გადაადგილება სამუშაოს გამო ასევე შეიძლება დადასტურდეს შემოწმებისას პოლიციისთვის დამსაქმებლის მიერ გაცემული დოკუმენტის და ცნობის წარდგენით“, – ნათქვამია ცირკულარში.

* * *

იტალიაში წარმატებით გამოცადეს იტალიური კომპანია Takis-ის ვაქცინა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. ვაქცინამ თაგვებზე გამოცდისას თავისი ეფექტიანობა აჩვენა. ამის შესახებ ANSA წერს Takis-ის ხელმძღვანელობის განცხადებაზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, თაგვების ორგანიზმში ვაქცინის სახით შეყვანილმა ანტისხეულებმა ახალი ტიპის კორონავირუსის განვითარება დაბლოკეს.

არსებული ინფორმაციით, ვაქცინის გამოცდა ლაძარო სპალანცანის სახელობის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის რომის ლაბორატორიის ბაზაზე ჩატარდა. აქვე განმარტებულია, რომ ადამიანებზე ამავე ვაქცინის გამოცდა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ადრე არ დაიწყება.

ნინო ხოშტარია

გამოცოცხლებული ქალაქები – იტალიის „რესტარტი“ დაიწყო. ნახეთ ვიდეოები.

მილანის სადგური – მგზავრები ავტოსერტიფიკაციის ბლანკებით თავიანთ რიგს ელოდებიან.

 

მატარებელი მილანიდან ნეაპოლში ჩავიდა. პოლიცია მგზავრებს თერმოსკანერისკენ უშვებს.

 

მეორე ფაზა – მეწარმეების და მოვაჭრეების პროტესტი ვენეციაში (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close