საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: სად და ვისთვის არის სავალდებულო დამცავი ნიღაბი

ცნობილი გახდა, სად და ვისთვის იქნება სავალდებულო ნიღბის გამოყენება საბერძნეთში 4 მაისიდან.

კერძოდ, ნიღბის ტარება სავალდებულოა:

თანამშრომლებისთვის – რესტორნებში, პროდუქტების მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსიში, ლიფტში, საავადმყოფოებსა და კლინიკებში, საპარიკმახეროებსა და ესთეტიკის ცენტრებში.

მოქალაქეებისთვის – საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსიში, ლიფტში, საავადმყოფოებსა და კლინიკებში.

ყველა დაწესებულებაში უნდა იქნას დაცული ჰიგიენის ნორმები: ხელების ხშირი დაბანა, ანტისეპტიკის გამოყენება.

ნიღბის ტარება რეკომენდებულია მაგრამ სავალდებულო არაა:

თანამშრომლებისთვის – ოფისებში, სასწავლო დაწესებულებებში, საცალო ვაჭრობის მაღაზიებში, აგრეთვე, სალოცავებში.

მოქალაქეთათვის – გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა: რესტორნებში, სუპერმარკეტებში, საპარიკმახეროებსა და ესთეტიკის ცენტრებში.

ოფისებსა და სალოცავებში დაშვებულია ერთი ადამიანის ყოფნა 10 კვადრატულ მეტრ ფართობზე განგარიშებით, სასწავლო დაწესებულებებში – ერთი ადამიანი 7 კვადრატულ მეტრზე. მაღაზიებში შესაძლებელია 4 ადამიანის ერთდროულად ყოფნა 20 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაანგარიშებით. ლიფტით სარგებლობა დაშვებულია მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და, ასევე, სავაჭრო საქონლის გადასატანად.

ნებისმიერ დახურულ სივრცეში ადამიანებს შორის დაცული უნდა იქნას მანძილი 1.5 მეტრი.

გიორგი ჯანელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close