fbpx
ქართველები უცხოეთშისაქართველო

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს 17072 მოქალაქეს გაეწია დახმარება, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8563

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8563 მოქალაქე.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამინისტროს ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/CoVID-19-mfa-stats.aspx და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე.

აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
1-ლი მაისი – ვენა-თბილისი
2 მაისი – პრაღა-ბათუმი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close