fbpx
კინო/ფილმებისაბერძნეთისაქართველო

ქართული ფილმის, „გვირაბის“ ბერძნული პრემიერა თესალონიკის ფესტივალზე ონლაინ გაიმართება

ვანო არსენიშვილისა და ნინო ორჯონიკიძის დოკუმენტური ფილმის, „გვირაბის“ ბერძნული პრემიერა ონლაინ გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

თესალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წელს ღონისძიება განსხვავებული ფორმატით გაიმართება და ჟიური და მაყურებელი ფილმებს დისტანციურად ნახავენ.

„გვირაბის” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) შედგა. ფილმი საქართველო-გერმანიის ერთობლივი პროდუქციაა. ის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

თესალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 19-28 მაისს გაიმართება.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close