მოგზაურობასაბერძნეთი

საბერძნეთი ტურისტების მიღებას ივლისიდან გეგმავს

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის, ხარის თეოხარისის თქმით, ქვეყანა ტურისტებს ივლისიდან მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას news.gtp ავრცელებს.

„სეზონის უმეტესი ნაწილის გადარჩენის მიზნით, ჩვენ მოქმედება ივლისში უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველა ქვეყანაში ვერ მოხდება, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ტურიზმი ამუშავდეს“, – განაცხადა თეოხარისმა BBC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ტურისტების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებელია. „ტურისტებს 50 წელიწადზე მეტია ვიღებთ. საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყანაა. მაპატიეთ, მაგრამ თქვენს ქვეყანაზეც უსაფრთხო“, – მიმართა მან BBC News-ის ჟურნალისტს.

imedinews.ge

p. s. ამ დროისათვის საბერძნეთში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2576 შემთხვევა, გასულ 24 საათში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; გარდაცვლილია 139 პაციენტი (+1 გასულ 24 საათში); გამოჯანმრთელდა 577 პაციენტი. აქტიურ პაციენტთაგან (1860) მძიმეა 41, ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. საბერძნეთი კორონავირუსის ინფექციასთან წარმატებული ბრძოლის მხრივ სამაგალითო ქვეყანაა არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში.

მსგავს თემაზე: საბერძნეთი გამოდის წინადადებით, უცხოელი ტურისტებისთვის „ჯანმრთელობის პასპორტები“ შემოიღონ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close