კრიმინალისაქართველო

ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს პატიმრობა შეეფარდა

ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, ასევე გადამალა იარაღი და მანქანა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

დაკავებული ბრალს არ აღარებს. წინასასამართლო სხდომა 22 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა. ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო. სამართალდამცველებმა კ.კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება.

1tv.ge

ამავე თემზე: ცნობილი ხდება ყინწვისელი სასულიერო პირების დაპირისპირების ახალი დეტალები

ორ წინამძღვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close