მსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტრამპი – კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაცია სერიოზულ გამოძიებას აწარმოებს

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაცია სერიოზულ გამოძიებას აწარმოებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, საზოგადოება დეტალებს შესაბამის დროს გაიგებს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთს შეეძლო კორონავირუსის შეჩერება, ვიდრე ის მთელ მსოფლიოს მოედებოდა.

„ბევრი გზაა, რითაც შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობა დადგეს. ჩვენ ძალიან სერიოზულ გამოძიებას ვაწარმოებთ და ჩინეთის კმაყოფილი არ ვართ. არ ვართ კმაყოფილი არსებული სიტუაციით, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებელი იყო ამის შეჩერება წყაროსთან. შეიძლებოდა მისი სწრაფად შეჩერება, რომ არ გავრცელებულიყო მთელ მსოფლიოში. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ამდენი ზედმეტი სიკვდილი იყო. ეს შეიძლებოდა გაჩერებულიყო და ცოტა ხნის წინ შეჩერებულიყო. მაგრამ ვიღაცამ დიდი ხნის წინ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, არ გაეკეთებინა ეს. ამის გამო მთელი მსოფლიო იტანჯება, სულ მცირე, 184 ქვეყანა“, – თქვა ტრამპმა.

1tv.ge

p. s. ამ დროისთვის აშშ-ში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით ინფიცირების მილიონ 10 ათას 507 შემთხვევა (1010507) და ამ მაჩვენებლით შტატები პირველ ადგილზეა მსოფლიოში (4,5-ჯერ უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს – 232 128); აშშ პირველ ადგილზეა გამოჯანმრთელებულთა (139162) და გარდაცვლილთა (56803) მაჩვენებლითაც.

მსოფლიოში კი ამ დროისთვის ინფიცირების 3 081 497 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 212337 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 931 848-ს აღწევს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close