საზოგადოებასაბერძნეთი

5 მაისს ათენი-თბილისის ავიარეისთან დაკავშირებით „ჯორჯიან ეარვეისი“ მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ათენის ავიარეისთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანია განმარტავს, რომ 2020 წლის 30 მარტიდან, საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ დააწესა ძალიან მკაცრი შეზღუდვები საზღვარგარეთიდან საბერძნეთში რეპატრიაციის მსურველთათვის.

„დასახელდა მხოლოდ სამი ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ საბერძნეთში დაბრუნება. ეს ეხება როგორც ბერძნებს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ჯორჯიან ეარვეისი“ აცხადებს, რომ ბილეთის შეძენამდე ყველა დაინტერესებული პირი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს თბილისში საბერძნეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებას ტელეფონის ნომრებზე: +995 32 2914974, +995 32 2938981. მათ პირად მონაცემებსა და გამგზავრების მიზეზს საელჩო აცნობებს საბერძნეთის კომპეტენტურ ორგანოებს, რადგან ჩასვლისთანავე ყველა მგზავრი დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნება დახურულ საკარანტინო ცენტრში.

„იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი გადაწყვეტს გამგზავრებას საელჩოსთვის მისი მონაცემების შეტყობინების გარეშე, ან პირი არ მიეკუთვნება სამი ჯგუფიდან ერთ-ერთს, ისინი დაბრუნებული იქნებიან საქართველოში იმავე თვითმფრინავით, რომლითაც გაემგზავრნენ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა საბერძნეთის მოქალაქეები“, – აცხადებს ავიაკომპანია

ავიარეისი ათენი-თბილისი 5 მაისს იგეგმება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close