ხელოვნებასაქართველო

ვუპასუხოთ ვირუსს სიმღერით: ცნობილი ქართველი მომღერალი უფასო გაკვეთილებს გვთავაზობს (ვიდეო)

ქართველმა მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა გადაწყვიტა დაეხმაროს თვითიზოლაციაში მყოფ თანამემამულეებს, ემიგრანტებს და ყველა ადამიანს, რომელიც ხალხური მუსიკისადმი გულგრილი არ არის – შემსრულებელი ფოლკლორული სიმღერის უფასო ონლაინ გაკვეთილებს გვთავაზობს. ამის შესახებ არტისტმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

თავის პოსტში უშიკიშვილმა მიუთითა, რომ ყოველდღიურად ერთი სიმღერის ვიდეოგაკვეთილის ატვირთვის იდეა მას მეგობარმა მიაწოდა. ამგვარად, ყველა მსურველი კვირაში სამი სიმღერის შესწავლას შეძლებს.

„ასე რომ, ხვალიდან ყოველ დღე დავდებ ვიდეო გაკვეთილს და ვისაც გაქვთ სურვილი ან თუ გინდათ თქვენმა შვილმა შეისწავლოს ქართული ხალხური სიმღერა იქნებ გამოგადგეთ ჩემი ვიდეო გაკვეთილები“, – წერს გიორგი.

ქართველმა შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე შესაფერისი დროა და ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა რამდენიმე სიმღერა მაინც ვისწავლოთ. „კორონა რომ გადაივლის, გავაკეთოთ ერთი დიდი შეხვედრა და ყველამ ერთად ვიმღეროთ“, – პირობას დებს გიორგი უშიკიშვილი.

„მრავალჟამიერის“ პირველი გაკვეთილი არტისტმა უკვე ატვირთა თავის გვერდზე. კომენტარებიდან ჩანს, რომ გამომწერები კმაყოფილები არიან.

გიორგი უშიკიშვილი ახმეტაში 1978 წელს დაიბადა. როგორც თავად უშიკიშვილი ამბობს, ის აკვნიდან მღერის, ხოლო ქართული სიმღერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გიორგი უშიკიშვილი წინანდლის პრემიის ლაურეატია, ღირსების ორდენის, ასევე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერია. 2017 წლიდიგი არის პოპულარული პროექტის, „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის წევრი.

sputnik-georgia.com

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close