fbpx
მიგრაციამსოფლიო

დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათის“ გაცემის შეჩერების ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პანდემიის დროს ამერიკელი მშრომელების დაცვაა.

„დიად ამერიკელ მშრომელთა დასაცავად აშშ-ში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი მოვაწერე. ეს უზრუნველყოფს, რომ უმუშევარი ამერიკელები იყვნენ პირველები დასაქმების რიგში, როდესაც ჩვენი ეკონომიკა კვლავ გაიხსნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

განკარგულება უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს ეხებათ, რომლებსაც აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების ანუ მწვანე ბარათის მიღება უნდათ. გამონაკლისი მხოლოდ სამედიცინო და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს სპეციალისტებისთვის, ასევე აშშ-ის მოქალაქეების მეუღლეებისა და შვილებისთვის დაიშვება.

ამ ეტაპზე შეზღუდვა 60 დღით დაწესდა, თუმცა ტრამპი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მას გაახანგრძლივებს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close