fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

ესპანეთში ორშაბათს, 20 აპრილს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის აღრიცხულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 200 210 შემთხვევა, რაც აშშ-ის შემდეგ ყველაზე მეტია მსოფლიოში. ამის შესახებ „ელპაისი“ წერს.

გარდაცვლილთა რაოდენობამ 20852-ს მიაღწია, 24 საათში 399 პაციენტი გარდაიცვალა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თითქმის ბოლო ერთი თვის  განმავლობაში. გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღეღამური მაჩვენებელი ესპანეთში პირველ აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ერთ დღეში 950 პაციენტი დაიღუპა.

ესპანეთში ბოლო დღეებში ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების ზრდის ტემპმა და გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო. იფიცირებულთა დღეღამური ზრდა 20 აპრილს 1536 იყო, გამოჯანმრთელდა 80587 პაციენტი და ამ მაჩვენებლით ესპანეთი მეორეა გერმანიის (91500) შემდეგ.

ესპანეთი ასევე მეორე ადგილზეა მსოფლიოში 1 მილიონ მოსახლეზე კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვით (446), პირველ ადგილზე ბელგიაა (503 ლეტალური შემთხვევა ერთ მილიონ მოსახლეზე).

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა და ორჯერ გახანგრძლივდა, ბოლოს – 26 აპრილამდე. მოსალოდნელია, რომ 22 აპრილს დეპუტატთა კონგრესი (პარლამენტის ქვედა პალატა) საგანგებო რეჟიმს 9 მაისამდე (ჩათვლით) გააგრძელებს. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ 27 აპრილიდან შეზღუდვებს შეამსუბუქებს 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რათა მათ გარეთ გამოსვლა შეძლონ. ორშაბათიდან უკვე ამუშავდა ზოგიერთი არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საწარმოც.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close